logo
ENG



მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის - მინსკის ქუჩებში 100 000-ზე მეტი ადამიანია გამოსული [ვიდეო]

23 აგვ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 
ltvq3khjfme8kdo.jpg

"მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის" - ამ სახელწოდებით მინსკსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქცია იწყება.

Tut.by-ს ინფორმაციით, მინსკის ქუჩებში 100 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული. მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან. ისინი სკანდირებენ: "არ დავივიწყებთ! არ ვაპატიებთ!", "წადი!". მსვლელობის მონაწილეები ბელარუსის პირველი რესპუბლიკის დროშას აფრიალებენ. 

მსვლელობა არასანქცირებულია და ქუჩებში სპეცრაზმია მობილიზებული, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეტაკებებს მოქალაქეებსა და ძალოვნებს შორის ადგილი არ ჰქონია. 

მსვლელობები ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებშიც არის დაგეგმილი. 

მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია - ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 


close დახურვა